spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოლიტიკური გამოცდილებაც, ალღოც გვკარნახობს, რომ ერთიანობის გარეშე გამარჯვება...

პოლიტიკური გამოცდილებაც, ალღოც გვკარნახობს, რომ ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია! – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი მიკსის მიერ საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებაა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც საყურადღებო უნდა იყოს ყველასათვის, რომ ეს მხოლოდ ერთიანობით – ხალხის ერთად დგომით მიიღწევა:

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გარკვევით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც მხოლოდ ერთიანობით – ხალხის ერთად დგომით მიიღწევა.

გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს“- ამბობს იგი და პირდაპირ მოგვიწოდებს: „ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“.

ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ შინ თუ გარეთ – ქართველი ხალხი, საქართველოს მეგობრები.
პოლიტიკური გამოცდილებაც, ალღოც გვკარნახობს იგივეს – ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია!

ერთიანობისკენ, ერთად დგომისკენ მოგვიწოდებს ჩვენი ისტორიაც.
მხოლოდ მტერი (გარეული თუ შინაური) ცდილობს ჩვენს დაქსაქსვას და გათითოკაცებას.
ჩვენ, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ჯერ ჩვენში წარიმართოს აქტიურად და კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური პარტია გავხდეთ – მეტი წევრებით, მეტი მხარდამჭერებით! მეტ ადამიანს, მეტ იდეებს გავუღოთ პარტიის კარი!

ეს პროცესი ბიძგს მისცემს, გადამდები იქნება დანარჩენი ოპოზიციისთვის და კიდევ უფრო გაგვიადვილებს კონსოლიდაციას.

ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად.

ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ძალა ჩვენს სიმართლეშია!” – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...