შობა-ახალი წელი – 365 დღის მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ოჯახები დიდი სიხარულით ხვდებიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული წესი და ტრადიციები არსებობს, ისევე როგორც საქართველოში მათაც უხარიათ და სწამთ, რომ ახალი წლის დაწყება იმედის და სიახლის მომტანია.
ახალი წელი ჰონგ-კონგ-ში ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ჟღერს. ამ ქალაქმა კარგად იცის რით გააოცოს საკუთარი ბინადარი. ისინი საახალწლო განათებას ახალი წლის წინა დღეს რთავენ და წვეულების განწყობა შობიდან ჩინურ ახალ წლამდე, თებერვლამდე გრძელდება.
ფოიერვერკი, ტრადიციულად ვიქტორიას ნავსადგურში იმართება. ახალი წლის მოახლოებისას მოსახლეობა სახლში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და ძველ ავეჯს ახლით ცვლის. თუ თქვენ ამ დროს ჰონგ-კონგი_ში მოხვდებით, ქუჩებში გამოწყობილ ძველ ავეჯს დაინახავთ, რაც მათთვის ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს; ხოლო სიკეთის ნიშნად, ბავშვებს კონვერტში ჩალაგებულ ფულს ურიგებენ.
სიდნეი, ავსტრალია – და ვინ გამოიწვევს ამ ქალაქს ახალი წლის სადღესასწაულო შეჯიბრში? ის უპირობო ლიდერია საშობაო განათებებისა და წარმოდგენების მოწყობაში. სიდნეის მსოფლიოში ცნობილი საახალწლო შოუ საღამოს 6 საათზე იწყება, როდესაც საჰაერო გმირები ნავსადგურის ზემოთ ცას იპყრობენ და იქ დამსწრეებს მოსვლას ულოცავენ.
ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის წვეულება და ფოერვერკი 9 საათზე იწყება. წვეულებისთვის ფოერვერკი – ნავსადგურის ხიდიდან, ოპერის თეატრიდან და ბოტანიკური ბაღიდან ეწყობა.
პარიზი, საფრანგეთი – თუ თქვენ გაგიმართლათ ახალ წელს შეხვდეთ პარიზში, სინათლის ქალაქი უამრავ მოტივაციას და ენერგიას გაჩუქებთ, რათა ეს დღესასწაული მაქსიმალურად შეიგრძნოთ. სინამდვილეში, დედაქალაქი – პარიზი ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქია მთლიან საფრანგეთში, სადაც თავს უამრავი ადამიანი იყრის.
შეიძლება იფიქროთ, რომ ახალი წლის წვეულებები მხოლოდ ერთი ღამის საქმეა, მაგრამ პარიზში, ისევე როგორც დანარჩენ საფრანგეთში, ახალი წელი ან “წმინდა სილვესტრი” იწყება 1 იანვარს და გრძელდება მთელი თვის განმავლობაში. ფრანგები უსურვებენ ერთმანეთს ,,ბონ ანე“ _ ს და 1 იანვრის შუაღამისას ორივე ლოყაზე კოცნით ერთმანეთ ახალი წლის დადგომას ულოცავენ. მომდევნო დღეებსა და კვირაში საფოსტო ყუთები მთელი თვის განმავლობაში ივსება მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.
ჰავაი, აშშ – ჰავაის კუნძულები და რა არის აქ განსხვავებული? ყველაფერი. ჰავაი ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია შობისა და ახალი წლის პერიოდში.
გარე მუსიკალური კონცერტები, თემატური ღამე, კრუიზი ნავით და რა თქმა უნდა ფოიერვერკი – კუნძული თავის ხასიათს არ კარგავს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ჰავაის შეეფერება.
ხალხი დილიდან იწყებს სანაპიროზე გამოსვლას და საღამოს დადგომას ელოდება, რათა ერთად შეხვდნენ ახალ, იმედებით სავსე წელს და ერთმანეთს ემოციები გაუზიარონ. საღამოს, როცა საათი 24:00 ჩამოჰკრავს ცა მოულოდნელად ნათდება და მთლიან სანაპიროს მის ნისლში ხვევს.
შეგახსენებთ, რომ ძველი და ახალი კალენდრით მსოფლიო სხვადასხვა დროს აღნიშნავს შობას, მაგრამ ახალ წელს – 31 დეკემბერს, მთლიანად სამყარო ერთნაირად აღნიშნავს ახალ, იმედებით სავსე ცხოვრებას.
გამოყენებული წყაროები: travetriangle.com, hawaii.com, edreams.com
ავტორი
ნინო ცინცაძე