spot_img
მთავარიანალიტიკა2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა,...

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით:

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი.

წინა წლის იანვარი-ივნისის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 50%-ით (24.4 მლნ აშშ დოლარით), რაოდენობა გაზრდილია 7%-ით (452 ტონით). აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10.6 $-ია, რაც 40%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ასევე, აღსანიშნავია 2025-2026 მარკეტინგული წლის ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებულია 18.1 ათასი ტონა, 184.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი, ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 59%-ით (68.9 მლნ აშშ დოლარი), რაოდენობა კი 2%-ით (300 ტონა).

ბოლო წლებში მზარდია როგორც ექსპორტირებული თხილის მოცულობა, ისე მისი საექსპორტო ფასი, რაც ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის ზრდით აიხსნება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებულია 12.2 ათასი ტონა თხილი. ასევე, 1.4 ათასი ტონა თხილი ექსპორტირებულია სირიაში, 660 ტონა რუსეთში, 526 ტონა სომხეთში და სხვა ქვეყნებში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...