ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, “ჩალისპირების” დასახლების, ავთანდილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ფატმანის, პეტრე იბერის, ტარიელის, ერედვის, გიორგი ბრწყინვალის, ვახტანგ ჭელიძის, დავარის, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, მირიანი მეფის, პეტრიწის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, “ჩალისპირების” დასახლების, არქანჯელო ლამბერტის, ნიკო ბურის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან-დარეჯანის, ხატაეთის, ვეფხისტყაოსნის, რაფიელ დანიბეგაშვილის, იან ჰომერის, ჰაინრიხ კლაპროთის, ჰუგო ჰუბერტის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მირიანი მეფის და იაკობ რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, აგლაძის, ფოთის, გოგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
21 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, ატენის, მიხეილ თუმანიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, წყნეთის, გიორგი წერეთლის, ირაკლი აბაშიძის, ზურაბ საკანდელიძის, გივი სვანიძის, გურამიშვილის, თენგიზ აბულაძის, ლევან მიქელაძის, ზურაბ ავალიშვილის, ფალიაშვილის, შოვის, თაქთაქიშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

