spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიყვარულის" ტყუილი შეთხზა კოლექტიურმა ფსიქიკამ და საინტერესო ფენომენია...

“სიყვარულის” ტყუილი შეთხზა კოლექტიურმა ფსიქიკამ და საინტერესო ფენომენია შესასწავლად, რატომ შეთხზა – ნათია ფანჯიკიძე

ტრავმის ნოსტალგია თუ არ გაანალიზდა და გაცნობიერდა, საპირისპიროს დასწავლა, კარგად ყოფნის უნარის პარალელური განვითარება და კარგად ყოფნის ჯანსაღი კულტურის ჩამოყალიბება ერს გაგვიჭირდება“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე და საზოგადოების მხრიდან 90-იანი წლების რეალობასთან დაკავშირებით გამოხატულ დამოკიდებულებაზე აკეთებს მინიშნებებს:

ძალიან ხშირად გაიგონებთ, 90-იანებში ხალხს ერთმანეთი მეტად უყვარდაო, ვინმე რომ ამბობს. ახლაც ეგეთი მსჯელობა იყო ერთ ფბ-აივანზე. ხოდა აუცილებლად საკვლევია საქართველოში გაჭირვების რომანტიზაცია და ტრავმის კოლექტიური ნოსტალგია.

სიყვარულიო, ამბობს ხალხი დროზე, როცა ერთმანეთის “ნაკოლით” აუთოებდა ხალხი ერთმანეთს და ტყავის კურტკის გამო ყელს ჭრიდა.

“სიყვარულის” ტყუილი შეთხზა კოლექტიურმა ფსიქიკამ და საინტერესო ფენომენია შესასწავლად, რატომ შეთხზა. დარწმუნებული ვარ, რომელ ახლობელსაც მაშინ უყვარდა ვინმე, ის უყვარს დღესაც და სხვას ვის უყვარდა ეს ხალხი, ნეტავ გამაგებინა?

სავარაუდოდ ეს იყო საზოგადოების, რომელმაც კოლაფსი გადაიტანა, მცდელობა ჯოჯოხეთს რაღაც მორალური აზრი მისცეს და მასში სიყვარულის მითი ჩააკვეხოს.

სინამდვილეში 90-იანებში ცხოვრება იყო უფრო დაუცველი და ინტენსიური, მეზობელს უცებ, სასიცოცხლოდ სჭირდებოდა სანთელი, წყალი, პური, შეშა, წამალი, ფიზიკური დახმარება და ამიტომ. ადამიანები უფრო ხშირად იყვნენ ერთმანეთის თვალწინ და ერთმანეთზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება ზოგს ახსოვს როგორც “სიყვარული“.

სინამდვილეში ეს სიყვარული კი არა, იძულებითი სიახლოვე, გადარჩენის კავშირი, საერთო უბედურებისგან გაჩენილი დროებითი სოლიდარობა იყო.

ხოდა ტრავმის ნოსტალგია თუ არ გაანალიზდა და გაცნობიერდა, საპირისპიროს დასწავლა, კარგად ყოფნის უნარის პარალელური განვითარება და კარგად ყოფნის ჯანსაღი კულტურის ჩამოყალიბება ერს გაგვიჭირდება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...