spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს "ოცნების" კორუმპირებული ხელისუფლების და კახა კალაძის მიერ...

“ეს “ოცნების” კორუმპირებული ხელისუფლების და კახა კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო მოხდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომისტ რომან გოცირიძის მწვავე შეფასებები მმართველი პარტიის, კახა კალაძის მიმართ და კრიტიკული პოზიცია მედიასა თუ ეკონომიკის ექსპერტებთან დაკავშირებით

საქართველომ დაიწყო რუსული “ინტერრაოსათვის” საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა. პირველი ტრანში 31 დეკემბერს გადაირიცხა, ბოლო გადახდა 2028 წლის ივლისში მოხდება.

ეს “ოცნების” კორუმპირებული ხელისუფლების, კერძოდ კი მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო მოხდა.

წინ ნამახვანის 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა გველის. ეს ღარიბაშვილის შემოქმედებაა. ორივე ერთად აღებული 1,5 მილიარდი ლარია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ანაკლიის პორტის აშენებეას სჭირდება.

ისე ჩაიარა თბილისში არჩევნებმა, რომ კალაძისადმი პრეტენზია მისი შარვლის სიგრძე-სიგანე-ფერისადმი უფრო მეტი იყო (თუმცა, გაგეცინებოდა მართლა), ან იმაზე, მის ცოლს რომელი ფირმის რა ღირებულების ყელსაბამი ეკეთა, ვიდრე მის რეალურ დანაშაულებზე.

თვეები ეთმობა ხოლმე ტელევიზიებში ოპოზიციისა თუ ოპომენცარი ექსპერტების მიერ ხელისუფლების მისამართით მესამეხარისხოვანი პრეტენზიების განხილვას, ისეთ აბსურთულ თემებზე მსჯელობას, თუ როგორ დააპატიმრებს ყოვლისშემძლე კობახიძე ივანიშვილს, როცა მასშტაბური ხასიათის დანაშაულებზე ერთი სიუჟეტით ან რომელიმე ერთი პარტიის ერთი განცხადებით თუ შემოიფარგლებიან.

ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა. ეს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 4 პროცენტზე მეტია.

უამრავი ჭკვიანი ეკონომისტია ქვეყანაში და ცუდია, რომ ტელევიზიებში გამოჩენას რამდენიმე თუ ბედავს. ამიტომ მედიის კრიტიკა ამ მხრივ მთლად ობიექტურიც არ იქნება“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...