პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას უკრაინასთან დამოკიდებულების კონტექსტში განიხილავს და ერთგვარ შედარებას ახდებს საქართველოსთან:
“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში მეხუთე პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. მხოლოდ 2022 წელს სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. ბრიტანელები ხუმრობენ, რომ პრემიერ-მინისტრები მათთან უთრო სწრაფად იცვლებიან, ვიდრე წელიწადის დროებიო:))
მთლად ასე ხშირ-ხშირი ცვლილებაც არ არის კარგი, მაგრამ დემოკრატიტიულ საზოგადოებებში ცვლილებები ჩვეულებრივი ნორმაა.
ჩვენთან კი უკვე თოთხმეტი წელია ერთი დე ფაქტო პრემიერი მართავს ქვეყანას, ხოლო დე იურე პრემიერ-მინისტრებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში იყვნენ, როგორც იმ ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, “რაც გინდათ ის დაუძახეთ” – უბრალოდ ჭანჭიკები არიან.
ამასაც შევცლით!“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

