სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია პროპაგანდის ინტერესის სფეროს შესახებ საუბრობს:
“თუ პროპაგანდა გციტირებთ, ესე იგი მათ საქმეს აკეთებთ.
“იმედის” და “რ2”-ის ქარდებზე მოხვედრა, ცუდის ნიშანია და ტყუილად ნუ გაგიხარდებათ.
სხვანაირად თუ ვერ მიჯნავთ სწორს და არასწორს – ამით შეგიძლიათ გამიჯნოთ.
გახსოვდეთ, პროპაგანდას სულ არ აინტერესებს სიმართლე, მას მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება აინტერესებს. და თუ თქვენ ეხმარებით პროპაგანდას, ის ამას დაინახავს და “დააფასებს” გაქარდვით.
სერიიდან: ჯამი ჭურჭელია“, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

