spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და ყველა დამნაშავე დაკავებულია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ძალადობის კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.

პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის „აკერმანის“ სახელმძღვანელოდან და ამის მიხედვით მოქმედებენ. იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა და ყველაფერი გაშიფრულია. როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და ყველა დამნაშავე დაკავებულია. უწყებაში 40 000-მდე პოლიციელია. არსებობს კანონი – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, რა თანამდებობის პირიც უნდა იყოს, მოჰყვება რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ თუ არა, კახა კალაძის თქმით: „მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...