spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა...

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება” – კახა კალაძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე

დედაქალაქის მერი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

4 ოქტომბრამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია და ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. არჩევნების დღეს კი, ამ ყველაფრის აღსრულებაში მოყვანა დაიწყეს. თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ჩვენ არჩევნებამდე არაერთი მოწოდება გავაკეთეთ – მეც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს და ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება. ამის მიუხედავად, მაინც არ შეწყვიტეს მოქმედება. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად აგებს პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...