spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის...

“სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპიური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აგენტი” – კახა კალაძე

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, არის მაგალითი იმის, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.

ეს არის აგენტურის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.

ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს – შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან“ დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...