spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიქალი პოლიტიკოსების მიმართვა საზოგადოებრივ მაუწყებელს

ქალი პოლიტიკოსების მიმართვა საზოგადოებრივ მაუწყებელს

დღეს, 26 დეკემბერს გენერალურ პროკურატურასთან ქალმა პოლიტიკოსებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს – ევა შაშიაშვილს – მარტოხელა დედას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მშობელს გამოვუცხადეთ სოლიდარობა და გენერალურ პროკურორს მოვუწოდეთ ევა შაშიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი.

აღნიშნულ მოთხოვნას, მთელი დღის განმავლობაში, უერთდებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, შშმ პირთა თემის წარმომადგენლები, სინდისის პატიმრების მშობლები, საინიციატივო ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები.

არაერთი ონლაინ და სატელევიზიო მედიის მიერ მთელის დღის განმავლობაში შუქდება ამ საკითხის ირგვლივ გენერალურ პროკურატურაში და მიმდებარედ მიმდინარე მოვლენები.

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხის მიმართ საკმაოდ მაღალია, საყურაღებოა და უზომოდ სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არანაირი ინტერესი საკითხის გაშუქების კუთხით არ ყოფილა, მაშინ როდესაც საუბარია განსაკუთრებულად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრობაში მყოფ მარტოხელა დედაზე და მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის საჭიროებებზე, რომლისთვისაც მშობლის მზრუნველობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ჩვენ 18 საათამდე ვრჩებით პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებში, სადაც ვაგრძელებთ მუშაობასა და ბრძოლას ევა შაშიაშვილის თავისუფლებისთვის.

მოვითხოვთ, საზოგადოებრივმა მაუწყებლმა სრულყოფილად გააშუქოს აღნიშნული აქტუალური საკითხი და დაუყოვნებლივ ველოდებით გადამღებ ჯგუფს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...