ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით გამოხატულ უკმაყოფილებას, ცალკეული ფაქტების გახსენებით და პარალელის გავლებით, ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე.
მზია ამაღლობელს ფურთხის სანაცვლოდ სილის გაწვნისთვის აქვს მისჯილი წლები!!!
ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა.
მოხუცებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის!
ამასობაში, ვიღაცეები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით.
თქვენ ხართ გონებასუსტები და ეს არის სიმართლე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

