spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა...

“ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას:

ყველაფერი გაირკვა. ამერიკული სანქციების დოკუმენტში არის გარდამავალი დებულება, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებს აძლევს ოპერირების უფლებას 2025 წლის 21 ნოემბრამდე, რათა მოწესრიგებულად მოხდეს მათი დახურვა ან ტრანსფორმაცია. აი ეს ჩანაწერი:

ყველა ტრანსაქცია, რომელიც ჩვეულებრივად უკავშირდება და აუცილებელია საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის, ან რუსეთის ფედერაციის გარეთ მდებარე “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების შენარჩუნების, ოპერირების ან საქმიანობის ეტაპობრივი შეწყვეტის მიზნით, ნებადართულია 2025 წლის 21 ნოემბრის, აღმოსავლეთ სტანდარტული დროით, დილის 12:01 საათამდე”.

საქართველოს ეროვნული ბანკი არის ან უპასუხისმგებლო ან არაკომპეტენტური, რომ არ აუხსნა ეს ფაქტი საზოგადოებას. კომერციული ბანკები, პირველ რიგში “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკი” არიან ასევე უპასუხისმგებლოები და პატივს არ სცემენ ხალხს და თავის კლიენტებს, რადგან მათ ამ გამონაკლისის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ, თორემ ვერ გარისკავდნენ სანქცირებულ კომპანიასთან მუშაობას. “ლუკოილი” რუსული კომპანიაა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება. “როსნეფტის” ქართული აქტივები შარშან გაიყიდა (თუ გადაფორმდა) ქართველ პარტნიორებზე და აქ პრობლემა მოხსნილია“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...