spot_img
მთავარიევროკავშირი"კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს"...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მთავარი ხაზი, პოლიტიკა, დაფინანსებაც, მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დაყოფა გაღრმავდეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს სახელი, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აღრმავებენ პოლარიზაციას, არიან დესტრუქციულები.

ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში შემოდიდოდა, მიმართული იყო აგენტურის შექმნაზე და ამაში ხელფასს უხდიდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები კეთილი ზრახვებითა და მზრუნველობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში რა იყო მათი მთავარი მოტივაცია და მიზანი, ყველამ ძალიან კარგად იცის.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს თანხები ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. პოლარიზაციის გაღრმავებაც ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაყონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული.

რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილია და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე მათში არ არის. ბევრი გვინახავს წასრულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები.

გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო.

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების...

“ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით: "გუშინ, გაფართოების საკითხებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...