spot_img
მთავარიეს საინტერესოაგერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა. რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო. ტურის განმავლობაში, ფუდბლოგერმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ის ასევე სტუმრობდა ღვინის მარნებს მთიან აჭარაში, სადაც რეგიონში გავრცელებულ მეღვინეობის პრაქტიკას, ადგილობრივი ვაზის ჯიშებს, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო. გერმანელმა ფუდბლოგერმა, რომლის სამოგზაურო კონტენტს YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე მილიონობით ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისკენ მოუწოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში უცხოელი ინფლუენსერების, კონტენტ-კრეატორებისა და ფოტო-ვიდეოგრაფების მოწვევას, რის შედეგადაც აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობა იზრდება რეგიონის პოტენციურ ტურისტებში. უახლოესს მომავალში, ტურები იგეგმება ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და სომხეთიდან.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

20-21 ივნისს, ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო...

23 ივნისს თბილისის დროით 08:07-ზე საქართველოში 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

🦅 ბატკანძერი, იგივე კრავიჭამია (Gypaetus barbatus), მაღალმთიანი ეკოსისტემების ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...