კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება...

პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება – თეა წულუკიანი

პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია, – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

თეა წულუკიანის განცხადებით, N9 პენიტენციური დაწესებულების ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.

რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “სეზონი ტვ” შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით...

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...