სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისაჩხერეში 17 წლის მოზარდმა მამა მოკლა

საჩხერეში 17 წლის მოზარდმა მამა მოკლა

საჩხერეში, სოფელ ჭალაში 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა. 51 წლის გელა კოპაძის გვამი მეზობლებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იპოვეს.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდმა მამაზე შური საყვედურის გამო იძია. როგორც ისინი იხსენებენ, გარდაცვლილმა შვილს განვადებით ტელეფონი გამოუტანა, რომელიც მოზარდმა დაალომბარდა. ამის გამო მამამ შვილს შენიშვნა მისცა. რამდენიმე დღის შემეგ მოზარდმა მამას ეს ფაქტი გაუხსენა და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა.

„ეს ბავშვი მოწეული იყო თუ მთვრალი არ ვიცი. მანამდე არაფერი შემიმჩნევია, ობლად გაზრდილი ბავშვია, მამამ გაზარდა და დედინაცვალიც კი არ მოუყვანა. 10 წლის გარდაცვლილი ყავს დედა. უნიჭიერესი ბავშვი იყო არაფერი შემიმჩნევია. ცუდი ურთიერთობა მამა-შვილს არ ჰქონია, ხელისგულზე ატარებდა. გააბრუა ამ მოწევამ თუ რა ქნა, არ ვიცი. ღამის ორ საათზე მოუკლავს მძინარე საწოლში და გვამი სარდაფში გაუთრევია”, – ამბობს მოკლულის ბიცოლა მარეხი პაპიძე.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება...

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის"...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...