ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა...

“ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის” – თინათინ ბოკუჩავა

,,ერთიანობის’’ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა, გაერთიანების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საუბრობს აშშ-ში მის ვიზიტთან დაკავშირებით:

,,დავბრუნდი ამერიკის შეერთებულ შტატების უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან, სადაც მილოუკიში დავესწარი რესპუბლიკური პარტიის კონგრესს. ეს იყო რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50000 ამერიკელი რესპუბლიკელი ესწრებოდა, სადაც საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ესწრებოდა. სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

მინდა თამამად განვაცხადო, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.

ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ.

ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა – დემოკრატებისგან და რესპუბლიკელებისგან. შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა აშშ-ში ხელისუფლების ცვლილების შედეგად, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად, პროდემოკრატიული, პროდასავლური, პროამერიკული კოალიციური მთავრობით.

მეტიც, მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, რომელსაც ვესწრებოდი, დონალდ ტრამპმა ისაუბრა რუსეთის შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ იქნება ძალიან მკაცრი. შეუძლებელია დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია.

მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების ნაცვლად ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა.

ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის არის ხელისუფლების ცვლილება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი, სწორედ აქედან გამომდინარე, მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს მოვიტანთ და აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ’’, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...