ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

აქამდეც უნდა დაგეჯერებინათ ჩვენთვის – თეონა ჭალიძე დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და უმრავლესობის წევრს ახსენებს იმ მიმოწერას და აქტივობებს, რითიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას:

“როგორც იქნა მივიდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო იმ დასკვნამდე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საარსებო შემწეობა გადამოწმების პერიოდში აღარ შეუჩერდეთ, რის შესახებაც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური თითქმის სამი წელია უწევდა ადვოკატირებას აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ წერილობით ჯანდაცვის მინისტრებს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საკითხის შესასწავლად მივმართეთ სახალხო დამცველსაც, რადგან მიგვაჩნია რომ ირღვეოდა ათასობით ადამიანის უფლება, მაშინ როცა მათ სახელმწიფო სამი თვის განმავლობაში ულუკმაპუროდ ტოვებდა.

მედიის საშუალებით მუდმივად ვახსენებდით ხელისუფლებას ამ საკითხს და ყველა ეთერს ვიყენებდით იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების მძიმე მდგომარეობა საარსებო შემწეობის შეჩერებით კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ხელისუფლებას.

მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს და მედიას რომლებიც მუდმივად აშუქებდნენ ამ საკითხს.

კარგი იქნებოდა უფრო ადრე დაეჯერებინა ხელისუფლებას ჩვენთვის და მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მიმართ“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

 

 

 

“ბიუროკრატიული ხუშტურების გამო შეჩერებული საარსებო შემწეობა და შიმშილისთვის განწირული მოქალაქეები” – თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევას ეხმაურება

ძირითადად ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტების გამო 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა – თეონა ჭალიძე

ქალბატონო მინისტრო, 4 წლის ანასტასია დედას რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? – თეონა ჭალიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული