spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"დღევანდელმა ახალგაზრდობამ არანაკლებ დიდი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. შუშაბანდის...

“დღევანდელმა ახალგაზრდობამ არანაკლებ დიდი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. შუშაბანდის ვირთხა და მისი მსახური მანქურთები უსათუოდ დამარცხდებიან” – დოდონა კიზირია 1978 წლის საპროტესტო მოძრაობას იხსენებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია ახალგაზრდების აქტივობებს ეხმაურება და კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან:

დღევანდელი ამბების შემყურეს გამახსენდა ერთი დიდი გამარჯვება, რომელიც ქართველმა ახალგაზრდობამ მოიპოვა. ეს იყო ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნება, როდესაც ბრეჟნევის დროს მოსკოვს სურდა მთლად გაერუსებინა საბჭოეთში შემავალი ყველა ხალხები.

ეს ნამდვილად საამაყო მონაპოვარია, თუ გავიხსენებთ, რომ მთელ ჩრდილო კავკასიაში ნაციონალური ენები გაქრობის პირზეა და სწავლა- განათლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში რუსულ ენაზეა.

საქართველოს მოსახლეობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაახლოებით ოთხი მილიონი იქნებოდა. შუა აზიის რესპუბლიკებში, რომელთა მოსახლეობა სამჯერ, ოთხჯერ და მეტჯერ უფრო დიდია, რუსული ენა დღემდე სახელმწოფო ენაა, თუმცა ფორმალურად ადგილობრივი ენაც სახელმწიფოდ ითვლება. სკოლებშიც და განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება უმთავრესად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ოთხმილიონიანი სათათრეთი სულ გარუსებულია. მხოლოდ 2010-15 წლიდან მოყოლებული დაწყეს ამ რესპუბლიკებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პროგრამირება, რაც ჯერ საკმაოდ შორს არის რეალიზაციიდან.

დღევანდელმა ახალგაზრდობამ არანაკლებ დიდი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. შუშაბანდის ვირთხა და მისი მსახური მანქურთები უსათუოდ დამარცხდებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...