spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასე არ შეიძლება, ქვეყანა გახადო მეწველი ძროხა, აქ...

“ასე არ შეიძლება, ქვეყანა გახადო მეწველი ძროხა, აქ კორუფციულად იშოვო ფული და მერე, შენ მშვენივრად გააგრძელო ცხოვრება სადმე ევროპის მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში არსებულ კორუფციულ სქემებთან და გასათვალისწინებელ შედეგებთან დაკავშირებით:

,,ამას წინათ ტელევიზორს ვუყურებდი და არ მახსოვს, ერთ-ერთი თანამდებობის პირი ამბობდა – ,,კარგი, მე დავაშავეო, მაგალითადო, მაგრამ ჩემმა შვილმა რა დააშავაო?”… ლოგიკური კითხვაა, მაგრამ მოდით მაშინ წარმოვიდგინოთ საქართველოს მოქალაქეების შვილებმა რა დააშავეს?! ათობით ათასმა ადამიანმა. თვითონ მოქალაქეებმა რა დააშავეს?!

საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ლოგიკის მატარებელი ადამიანები, უბრალოდ, რაღაცნაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ისინი არამხოლოდ მათი პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ შემდგომ, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, ვალდებულები იყვნენ ამ ქვეყანაში იცხოვრონ, თავიანთი შვილები ამ ქვეყანაში აცხოვრონ, ამ ქვეყანაში მიიღონ განათლება, ამ ქვეყანაში მიიღონ სამედიცინო მომსახურება და ვნახოთ მერე, როგორ ილაპარაკებენ…

ასე არ შეიძლება ქვეყანა გახადო მეწველი ძროხა, აქ კორუფციულად იშოვო ფული და მერე, შენ მშვენივრად გააგრძელო ცხოვრება სადმე ევროპის მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში…”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...