spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი აფერისტი ოლიგარქი და მისი ტიტუშკები კი არა,...

“ერთი აფერისტი ოლიგარქი და მისი ტიტუშკები კი არა, ასი უღელი ხარ-კამეჩი ვერ გააჩერებს გულანთებული ადამიანების სურვილსა და მონდომებას, კარგ ქვეყანაში იცხოვრონ” – შოთა თუთბერიძე

ადვოკატი შოთა თუთბერიძე facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილს, თავისი გამაოგნებელი, თუმცა, მისთვის დამახასიათებელი ბრიყვული გამოსვლის დროს, სხვა, მოზრდილ სისულელეებთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი ჰქონდა, რომელიც, როგორც ჩანს, მისი სიტყვის ავტორებსაც გაეპარათ და თავად მასაც (ნუ, თვითონ რას შეამჩნევდა).

უფრო ზუსტად, მთავარმა ,,ქოცმა” აღნიშნა, რომ ,,არავის ეგონოს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იანუკოვიჩის უკრაინასავით ან/და შევარდნაძის საქართველოსავით იოლიაო”.

ამ წამოცდენაში ივანიშვილის ხედვა კარგად ჩანს. ის საკუთარი თავის თვითიდენტიფიკაციას იანუკოვიჩთან უფრო ახდენს – ქვეყნის მოღალატე, რუსების აგენტ დიქტატორთან, ვიდრე რომელიმე დემოკრატიულ ლიდერთან, რომლის მოშორებასაც არადემოკრატიული ძალები ცდილობენ.

მართალიც არის ბტნბძნ, ვერ შევედავებით. იანუკოვიჩთან ბევრად მეტი აქვს საერთო. მათ შორის, იანუკოვიჩის “გედის სიმღერაც”, “ტიტუშკების” ინსტიტუტიც კარგად გადმოუწერია. წვრილმანი ხულიგნები, რომლებიც დადიან და დღეში ოცდაათ ლარად ფიზიკურად უსწორდებიან იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა შეუძლია.

ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის იმ დონემდე დაცემა, რომ ავიაკომპანიები მიმართვისთვის “პატივცემულო მგზავრებო” ლამის მასონებად გამოაცხადა, გულდასაწყვეტი და სამარცხვინო იყო, თუმცა, გადალახვადი და ჩაყლაპვადი – პაპუაშვილი, ოხანაშვილი და სხვა მონები ხვალ-ზეგ არავის ეხსომება და, ამიტომ, ეგ სიწითლე მარტივად გაივლის. აი, საქართველოს სახელმწიფოს დაცემა კი, იმ დონემდე, როგორზეც იანუკოვიჩის უკრაინა იყო, მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ტრაგიკულია. სამწუხაროდ, რუსულმა რეჟიმმა მოახერხა საქართველო რუსეთის გუბერნიისთვის დაემგვანებინა – ტიტუშკებით, სატელეფონო მუქარებით, სამოქალაქო სექტორის რეპრესირებით, კორუფციით, ნეპოტიზმითა და აღზევებული მდაბიოების ბატონობით.

ოღონდ, ვინც ამას გეგმავს, ლუბიანკასა თუ სოლოლაკში, მნიშვნელოვანი შეცდომა ეპარება: ეგ მეთოდები, შეიძლება, საბჭოთა უნგრეთში და საბჭოთა საქართველოში მუშაობდა, შეიძლება, გეგმის შესასრულებლად მომუშავე ადამიანებზე მუშაობდა, შეიძლება, პატრიოტ, მაგრამ გამოუცდელ პოლიტიკოსებზეც მუშაობდა, მაგრამ ფერად, მხიარულ, სასწაული იუმორის მქონე, ჭკვიან და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებულ ახალგაზრდებზე არ იმუშავებს – გამორიცხულია.

გუშინწინ, აქციაზე რომ მივედი, ყველაზე ასაკოვანი მე ვიყავი. ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი, როდის ისწავლეს ამ ბავშვებმა ან აფხაზეთის სიყვარული, ან რა იციან ცხინვალში ქუჩებს რა სახელები ჰქვიათ (პლაკატები ეჭირათ, ქუჩების დასახელებით), ან საიდან აქვთ ამხელა ემოციური მიჯაჭვულობა ერთმანეთთან.

ჰოდა, ერთი აფერისტი ოლიგარქი და მისი ტიტუშკები კი არა, როგორც იტყვიან, ასი უღელი ხარ-კამეჩი ვერ გააჩერებს გულანთებული ადამიანების სურვილსა და მონდომებას, კარგ ქვეყანაში იცხოვრონ.

არავის ვუსურვებ მაგათ გზაზე წინ გადადგომას.
არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებენ, გაიმარჯვებენ სახელოვნად ❤️”, – წერს შოთა თუთბერიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...