spot_img
მთავარიევროკავშირი"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! წინ, საქართველო, წინ!"...

“საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! წინ, საქართველო, წინ!” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებას ქართულად მიმართა და ემოციური გზავნილები გაახმოვანა:

დღეს, ტრადიციულად, ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას!

დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან.

სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იმავე მიზანს არ ემსახურო?!

ზღვა, შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!

შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ!

შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ!

ჩვენ, ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ.

გილოცავთ ევროპის დღეს!
წინ, საქართველო, წინ!
წინ, საქართველო, წინ!
” – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...