spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტამბულში ვიმყოფებით, სადაც მამა გიორგის კიდურების მოძრაობის აღდგენისთვის...

“სტამბულში ვიმყოფებით, სადაც მამა გიორგის კიდურების მოძრაობის აღდგენისთვის რეაბილიტაცია უტარდება” – თორნიკე მამალაძე

თორნიკე მამალაძე კომენტარს აკეთებს მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს:

,,მოგეხსენებათ, სტამბულში ვიმყოფებით, სადაც მამა გიორგის კიდურების მოძრაობის აღდგენისთვის რეაბილიტაცია უტარდება. სამწუხაროდ, ასეთი თერაპია საქართველოში არ ტარდება და ყველაზე ახლო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ეს კლინიკა აღმოჩნდა. ამ ყველაფრის დაწყება ოჯახის ხელთ არსებული რესურსებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით შევძელით.

ექიმები იმედს გვაძლევენ. ჩვენ გვეხმიანებიან მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მათ შორის, ემიგრანტები და გვთხოვენ ანგარიშის ნომერს, რათა საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანონ მამაოს გამოჯანმრთელების საქმეში. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება.

ვინაიდან რთულია თითოეულს მივაწოდოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტში დავწერო ანგარიშის ნომერი.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შეწევნისთვის, რომელიც მართლაც რომ საჭიროა მამა გიორგის გამოჯანმრთელებისთვის, რადგანაც საჭიროა რეაბილიტაციის გადაუდებელი გაგრძელება.

ასევე, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გააზიაროთ პოსტი, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია“, – წერს თორნიკე მამალაძე

თორნიკე მამალაძე პოსტში აქვეყნებს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებს:

საქართველოს ბანკი: GE73BG0000000537181325
TBC ბანკი: GE98TB7261545061100012
მიმღები: თორნიკე მამალაძე

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...