spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში" -...

“არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში” – თამთა მეგრელიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ განმარტებებს და მწვავე შეფასებებს სრულად იზიარებს და ეთანხმება “ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი:

არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში და ისინი დასავლეთის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის შუამავლად გამოდიან.

იცოდით რომ ქართული ენ–ჯე–ო–ების წლიური ბიუჯეტები საშუალო კომერციული კომპანიების ბრუნვებს უდრის?

მარტო სოროსის ფონდმა ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მესამე სექტორში 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. „National Endowment for Democracy“–მ, როგორც მისი ანგარიშებიდანვე არის ცნობილი, 2013 წელს 1.2. მლნ აშშ დოლარის გრანტები გაანაწილა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამ ათეულ პროექტებს შორის. მათი მუშაობის ძირითად მიმართულებებად რაც იქცა ყველამ კარგად ვიცით.

არასამთავრობო სექტორს ქართულ რეალობაში პარტიული მიზნები აქვს მაშინ როცა მას შეუძლია შეასრულოს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა პრევენცია (გაფრთხილება მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ); კომუნიკაციის ინიცირება (საკომუნიკაციო პლატფორმების ჩამოყალიბება); ნდობის აღდგენის ხელშეწყობა (ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარება); საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და სხვა.

განვითარებულ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორი უფრთხილდება საკუთარ საქმიან იმიჯს და არასოდეს გაბედავს გამოვიდეს საკუთარი საქმიანობის შინაარსიდან.

ქართულ რეალობაში კი ფულზე იყიდება საქმიანობის პრინციპებიცა და არასამთავრობო სექტორის შინაარსიც.

არ მიკვირს მათი დესტრუქციული მიზნები, მათი ყველა ქმედება ფულით ნაყიდია და კეთილ პროექტებს ამოფარებულნი ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედებენ.

მეთანხმებით და ფიქრობთ რომ გამოსავალი საჭიროა?

გამოსავალი იქნებოდა “ხალხის ძალის” მიერ პოლიტიკურ ველზე შემოტანილი “გამჭვირვალობის შესახებ” მისაღები კანონპროექტი, რომელიც რუსულ კანონად შერაცხეს არადა, მერწმუნეთ, ის იქნებოდა ყველაზე ეროვნული კანონი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...