spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ საქართველოს ჰქონდეს "შუა...

“დღეს მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ საქართველოს ჰქონდეს “შუა დერეფნის” როლი და ამასთან დაკავშირებით, ახლა მათიკაშვილი ისაუბრებს, კობახიძე თუ ,,ქართული ოცნების” სხვა პრორუსული პოლიტიკის გამტარი დეპუტატი, ეს იქნება უბრალოდ სიტყვები და საუბრის ნაწილი” – ამირან ნატრიაშვილი

ერთი თვის წინ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში საუბრობდა, საქართველოს გეოფრაფიული პოტენციალისა და “შუა დერეფნის” განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნულ საკითხს, მეორე დღეს, პარლამენტის სესიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილიც გამოეხმაურა. ერთი თვის შემდეგ ამირან ნატრიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ,,შუა დერეფნის” მნიშვნელობაზე და კრიტიკულად აფასებს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების როლს ამ მიმართულებით:

,,შუა დერეფანი სრულიად თუ განვითარდა, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, რაზეც დღესდღეობით მთელი მსოფლიოც კი საუბრობს. ამის შესახებ, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმაც კი ისაუბრა.

ხოლო, რაც შეეხება იმ კეთილ საქმეებს, რასაც ,,შუა დერეფნის” განვითარება მოიტანს არის ის, რომ გასამმაგდება ვაჭრობა, განახევრდება მგზავრობის დრო და საერთოდ ყველა ის სიკეთე, რაც დღესდღეობით ,,შუა დერეფანს” გააჩნია, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ის, რომ საქართველოს შეუძლია იყოს სწორედ ამ დერეფნის მნიშვნელოვანი საკვანძო ქვეყანა.

ამაზე, ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში, მარკო პოლოც კი საუბრობდა, რომ საქართველო იყო ,,აბრეშუმის გზის” განუყოფელი ნაწილი, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პროცესებს, რაც სახეზეა რუსეთში, მცირე აზიაში და წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობისა თუ განუკითხაობიდან გამომდინარე, დღეს მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ საქართველოს ჰქონდეს ,,შუა დერეფნის” როლი და ამასთან დაკავშირებით, ახლა მათიკაშვილი ისაუბრებს, კობახიძე თუ ,,ქართული ოცნების” სხვა პრორუსული პოლიტიკის გამტარი დეპუტატი, ეს იქნება უბრალოდ სიტყვები და საუბრის ნაწილი, ასე რომ ვთქვათ.

იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ ქმედიუნარიან ნაბიჯებს ამ პირობებში დღეს ,,ქართული ოცნება” აკეთებდეს რაიმეს იმისათვის, რომ საქართველომ შეასრულოს საკვანძო როლი იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ,,შუა დერეფნის” ნაწილად მოიაზრებიან და ეს გახლავთ, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც საქართველოსგან განსხავებით დღეს ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე, რათა არ დაკარგონ თავიანთი გეოგრაფიული პოტენციალი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს ხელისუფლება, ეს რეალობა რაც შეიძლება მალეა შესაცვლელი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავისი ღირსეული ადგილი დროულად დაიმკვიდროს გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სივრცეში“, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...