spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ და დაიკავეთ ეროვნული...

ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ და დაიკავეთ ეროვნული პოზიცია, მოვაწესრიგოთ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრება და რაც გაბედა ინგლისის პრემიერმა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამაც

დღეს აქტიური განხილვის საგანია უმრავლესობის მიერ წამოყენებული ინიციატივა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი საზოგადოება დაცული იყოს ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან, რომელიც ლგბტ პროპაგანდაში გამოიხატება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ თაობას, მოზარდებს, ბავშვებს, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია ამ მიმართულებით. ეს მსოფლიო მასშტაბის დისკუსიაა და თქმა, რომ საქართველოს ასეთი პრობლემები არ ეხება და არ შეეხება, მხოლოდ თავის მოტყუებაა. თვით ინგლისის პრემიერ-მინისტრსაც მოუწია იმის ხმამაღლა დეკლარირება, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი, აქ იგულისმება ბავშვობიდან დაწყებული და მშობლობამდე დამთავრებული“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველომ მიიღო სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, რეალურად არის დაცული ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები. თუმცა, ამავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში.

თუ დროზე მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც იცავს ყველა ადამიანის უფლებას და მათ შორის იცავს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ოჯახის და რაც მთავარია ბავშვების და მოზარდების ინტერესს, რომ მათი განვითარება ნორმალურ პირობებში მოხდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისათვის. ჩვენ პატარა ერი ვართ, ამიტომ ჩვენთან სიჯანსაღე ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავდროულად მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ ამ საკითხში მაინც დაიკავეთ ეროვნული პოზიცია. თავის დროზე, ჩვენ კონსტიტუციით მოვაწესრიგეთ ოჯახის საკითხი, ამას ძალიან დადებითი შედეგი აქვს საქართველოსთვის. დღესაც მოვაწესრიგოთ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრება და რაც გაბედა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...