ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად:
“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს გვერდით დგას.
ის არის ადამიანი, რომელსაც შენი ესმის ყოველ წამს, საუბრის, ახსნისა თუ მოთხოვნის გარეშე.
ის არის ვინმე, ვისთანაც არასოდეს გჭირდება კამათი, ვისთანაც გრძნობ სრულ კომფორტს და აბსოლუტურ ნდობას.
ის თავის ცხოვრებაში პირველ პრიორიტეტად გაქცევს, არ გააჩნია ფარული ზრახვები და უყვარხარ გულწრფელად, უბრალოდ იმის გამო, ვინც ხარ, და არა იმის გამო, რასაც წარმოადგენ სიმდიდრით, ძალაუფლებით თუ ცნობადობით.
ის არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ყოველდღე აირჩევდი ნებისმიერ სხვაზე მეტად.
ის არის შენი თავშესაფარი, როდესაც ცხოვრება მძიმედ გირტყამს; ადგილი, სადაც იმალები განსაკურნებლად და ძალების აღსადგენად, და შენი სიმშვიდის საბოლოო ნავსაყუდელი“, – წერს ფადი ასლი ფეისბუქის პირად გვერდზე.

