spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: დღეს, ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია, მაგრამ...

კახა კალაძე: დღეს, ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, რომ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს:

აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია.

მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...