spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დედა ვერასოდეს გახდება მამა, მაგრამ დღეიდან მამუკა მდინარაძე...

“დედა ვერასოდეს გახდება მამა, მაგრამ დღეიდან მამუკა მდინარაძე ჩემთვის გახდა მარგო (ცუდი არაფერი იფიქროთ, უბრალოდ მარგარიტა სიმონიანის ასლია)” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება:

ვუსმენ მამუკა მდინარაძის ბრიფინგს და მგონია მარგარიტა სიმონიანს, პუტინს და სალავიოვს ვუსმენ. ვერ ვიჯერებ. ასე ერთი ერთზე რუსული პროპაგანდის გადმოღება როგორ შეიძლება არ გიტყდებოდეს ადამიანს.

პუტინის ერთადერთი პროპაგანდისტული იარაღი, მას შემდეგ, რაც დააქცია რუსეთი, ასობით ათასი კაცი მოკლა, პერსპექტივა დაუკარგა ყველა რუსს და თვითონ იმდენი მილიარდი აქვს, სად აქვს გადამალული აღარც ახსოვს, არის ეგრეთწოდებული “ტრადიციული ფასეულობების“ დაცვა. ახლა ეს პუტინის ფლოსტები ეტორღიალებიან ამ აბსურდს. რუსული კანონი 2 შემოაგორეს.

გაკოტრებულ ქოცებს, რომლებიც კორუფციაში იხრჩობიან, საკუთარი ძალაუფლების და ფულის გადასარჩენად ერთადერთი გზა აქვთ, ამ ვითომ ტრადიციულ ფასეულობებს ამოეფარონ. გათვლა არის ის, რომ პარტიები დაკომპლექსდებიან და არ გაუწევენ წინააღმდეგობას. ვინც შეეწინააღმდეგება, იმათ ქვეყნის, ტრადიციების და ფასეულობების მტრად გამოაცხადებენ. ვინც ეს იაფფასიანი სალაფავი ჭამოს, ის იყოს ზარქუა. მართლა მარგარიტა სიმონიანს უნდა შესტენო ეს არარაობები უკან.

დღის ძალიან ბოლოს: დედა ვერასოდეს გახდება მამა, მაგრამ დღეიდან მამუკა მდინარაძე ჩემთვის გახდა მარგო (ცუდი არაფერი იფიქროთ, უბრალოდ მარგარიტა სიმონიანის ასლია)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...