ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში ეხმაურება სუს-ის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს ამ განცხადებაში გაკეთებულ განმარტებებზე და მწვავე, კრიტიკულ შეფასებას აკეთებს ერთი მხრივ, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ, დავით ლორთქიფანიძის, მეორე მხრივ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში:

,,პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. ეს არის პუტინის სტილი სინამდვილეში. ყველაზე დიდი ტრაგედია იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი თავის მხრივ ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში.

უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული. რომელიმე ენჯეო ამ ქვეყანაში გაბედავს როდესმე, რომ დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა ამ შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვის მხარეს?! რომელიმე პოლიტიკოსი ოპოზიციაში გაბედავს, რომ დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის მხარეს?!

ქვეყანა, რომელიც დღეს არის ომში – უკრაინა, ქვეყანა, რომლის მიმართაც საქართველო ასეთ სოლიდარობას გიცხადებს, იმ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური, ჩვენს ქვეყანაში გვიწყობს არეულობას. ამაზე მეტი სკანდალი რა უნდა იყოს?!”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული