spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები,...

აჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 42% -ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საერთაშირისო ვიზიტებისა და ფრენების გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და ივნისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენები დააანონსა.

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. თითქმის გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები (+93%), ასევე 20%-ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც. პირველი კვარტლის მონაცემებით გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102%-ით.

,,ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან დადებითი მაჩვენებლები. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შეადგენს 93%-ს, ასევე, გაზრდილია შიდა ვიზიტების რაოდენობა. შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია 102%-ით პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით.

მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შემდეგ კვირაში განახლდება და შესრულდება 4-ჯერ რეისი დუბაის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული ნაკადების და ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა გაზრდილია 42%-ით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. 25 ივნისიდან ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly Dubai კვირაში 4 სიხშირით. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42%-ით.

გრძელდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას სამიზნე ბაზრებზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საიმიჯო კამპანიები Euronews, BBC, Deutsche welle – მილიონობით მაყურებლისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...