spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს კანონი ყველას გეხებათ! გამოხატეთ პროტესტი, შეეხმიანეთ იმ...

“ეს კანონი ყველას გეხებათ! გამოხატეთ პროტესტი, შეეხმიანეთ იმ ორგანიზაციებს, ვისაც ოდესმე თქვენთვის მხარი დაუჭერია და დაუდექით გვერდით” – თეონა ჭალიძე

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან მიმართებაში “ხალხის ძალის” მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ემოციურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:

,,რუსული კანონის მიღება არის დანაშაული ყველა მოქალაქის და ქვეყნის წინაშე. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. თუმცა ამ რუსული კანონის მიღების სავარაუდო შედეგები სოციალურ ჭრილში განსაკუთრებით საგანგაშო იქნება.

ფაქტია ყველაზე მეტად დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, მარტოხელა მშობლები, ხანდაზმულები, უმცირესობების წარმომადგენლები, ბავშვები, სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე პირები. მზრუნველობის და აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩება ათიათასობით ადამიანი. დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიღება. სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩება ყველა ის პირი, ვისაც არ აქვს საშუალება ადვოკატის დაქირავების.

არაფორმალური განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის თუ ინფორმაციის მისაღებად და ცნობიერების გასაზრდელად, უბრალოდ აღარ იარსებებს. არადა რამდენ თქვენგანს უსარგებლია ამ სიკეთით სრულიად უსასყიდლოდ, სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათი მომართული ფინანსური რესურსების ხარჯზე.

რამდენმა ადამიანმა შეძელით მცირე ბიზნესის წამოწყება, რამდენმა შეიძინეთ მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარები, რამდენმა შესაბამისი საჭირო დანადგარები შეიძინეთ სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შედეგად? რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ მხარდაჭერის შედეგად საქართველოში და არ მოუწია იძულებით ემიგრაციაში წასვლა, როგორც ათიათასობით სხვას?

სწორედ იმ ორგანიზაციების გადმორიცხული მილიონობით ევროს დამსახურებაა საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა საქართველოს არაერთი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის მოსახლეობის.

ამიტომ ეს კანონი ყველას გეხებათ! გამოხატეთ პროტესტი, შეეხმიანეთ იმ ორგანიზაციებს, ვისაც ოდესმე თქვენთვის მხარი დაუჭერია და დაუდექით გვერდით. უზრუნველყავით რომ სხვამაც შეძლოს გასაჭირში მათი არსებობით სარგებლობა. საფრთხე რეალურია და ემუქრება თავისუფალ მედიას, სადაც ხშირად ისმის თქვენი ხმა, მაშინ როცა ხელისუფლებას თქვენი არ ესმის,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...