spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და...

“უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და ამფსონების სრულ პანიკას” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ომის დაწყების წლისთავს და თბილისში გამართულ სოლიდარობის აქციას, კლინიკა ვივამედიდან გამოგზავნილი წერილით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

საუკეთესონო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, – უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და ამფსონების სრულ პანიკას.

მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს, უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ, მიუხედავად ყველა განსხვავებისა.

მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.

ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ ახლა კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება და მისი მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენ ქართველები ამ მატარებელს წინ კი არ უნდა გადავეღობოთ, როგორც გვაიძულებენ, არამედ, თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის ნატოში და ევროკავშირში.

დღეს წყდება საკითხი საქართველოსი, აზიაა თუ ევროპა. ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს ძალადობის, სიცრუის, სიბნელის, გაუნათლებლობის და პიროვნების უპატივცემულობის მყრალი სუნი.

დროა საქართველო განვითარდეს.

ძალა ერთობაშია! Слава Україні! 🇺🇦✌️” – მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...