შაბათი, მაისი 4, 2024

“მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს” – შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ,,ვივამედთან“ კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეფასებას აძლევს კლინიკის ექიმენის მიერ გამართულ პრესკონფერენციას:

,,ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავსი ტიპის ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება, ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ მარტივი არის – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი აშკარად ხედავენ, რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი! იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს.

ამიტომ იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ – ,,იცით რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება“, რაც არის ტყუილი!

მოგეხსენებათ, მოსამართლე არევაძემ გამოსცა განჩინება, რომ ჩვენთვის უნდა გადმოეცათ ვიდეო-მასალა, თუმცა, ჯერ-ჯერობით გადმოგვეცა რამდენიმე თვის მასალა. არ გადმოგვცემია მთელი 1 წლის მასალა. განსაკუთრებით, სადაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები – გულყრის ეპიზოდები“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული