spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავის დროზე, ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, ასე...

“თავის დროზე, ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემაში ,,იმედი live”, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს, რომლებიც მისი განცხადებით, არაპირდაპირი აგენტები იყვნენ:

,,ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ესენი მართულნი, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი. გეტყვით, რომ იგივე ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე, ასევე, ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები.

ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგადად. ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს.

გარკვეულმა ადამიანებმა ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და მძიმედ დააზიანეს ჩვენი გუნდი. კონკრეტული გვარებიც შემიძლია გითხრათ, ოღონდ არა ჯაშუშების, არამედ არაპირდაპირი/ირიბი აგენტების. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები, როცა ისინი ოპოზიციონერები იყვნენ, ეს ადამიანები შემდეგ გახდნენ ,,ქართული ოცნების“ მოძრაობის წევრები. ხშირ შემთხვევაში გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი იყვნენ მართულნი. სიტყვაზე ავიღოთ, გია ხუხაშვილი. არასდროს არ მიხსენებია ეს კაცი, თვითონ ილანძღება ხოლმე, დღემდე ბოღმას ანთხევს და არის ,,ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი. ვისაც უნდა სცოდნოდა, მან იცოდა თუ საიდან იყო მართული და 2013 წელს მალევე, გუნდიდან იქნა გაშვებული.

მოგვიანებით, საინტერესო “ქეისი” იყო ეკა ბესელია, რომელიც თავის დროზე, ასევე, იყო ვანო მერაბიშვილის მრევლში. მასზეც ინფორმაცია, რეალურად ვისაც უნდა სცოდნოდა, იცოდა. მან თავი, სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით გამოავლინა 2018-2019 წლებში, ხოლო 2019 წლიდან ის გუნდშიც აღარ იყო. ასევე, კახა ოქრიაშვილი – დღეს ღიად და პირდაპირ ვანო მერაბიშვილთან არის დაკავშირებული. გახარიაზე – მოგვიანებით ბევრი რამის თქმა შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...