spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ერთად დგომის დროა: ქვეყანა და თავები გვაქვს...

“დღეს ერთად დგომის დროა: ქვეყანა და თავები გვაქვს გადასარჩენი” – ხათუნა ლაგაზიძე

არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ფორმალურ გაფორმებას ერთადერთი ბარიერი დარჩა საქართველოში: თავისუფალი სიტყვა. “აგენტურის” შესახებ კანონის მიღება ამ სიტყვასაც ჩაახშობს. უკრაინის გამარჯვებამაც რომ ვერ გვიშველოს, იმიტომ ჩქარობენ. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის შესახებ კანონია.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, ნატომ რომ წევრობა შეგთვავაზოს, ვიღაცამ საქართველოს სახელით ხომ უნდა შეიტანოს განაცხადი და ეს ხელისუფლება რომ არ შეიტანს, ამაზე რეაქცია წარმოიდგინეთ დღეს, ჯერ კიდევ, და ამ კანონის მიღებიდან თუნდაც სამი თვის შემდეგ. ამაშია საქმე: თუნდაც უმწეო პროტესტის გამოხატვის ყველა ხვრელის გადაკეტვა უნდათ.

სადღაც გულის სიღრმეში თავს ვაჯერებდი, რომ “ოცნებას” რუსის ეშინია და ეს შიში უბნევდათ თავგზას. არადა ცხადია: ამათ უკრაინის გამარჯვების ეშინიათ და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების დაკარგვის და ამ ხელისუფლებას ინარჩუნებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ფასად.

ერთი კითხვაღა დარჩა: რა რესურსი გვაქვს რომ ეს არ დავუშვათ?!

და კიდევ: ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მართლა ვერ ვხედავ პარლამენტში ყოფნის ვერანაირ აზრს. შენ პარლამნეტში ყოფნის კომფორტს არ იკლებდე და ხალხს თავგანწირვისკენ მოუწოდებდე – და კი თავგანწირვა იქნება საჭირო, ყველაფრიდან ჩანს – იმიტომაც არ გენდობათ ხალხი და ეგ თქვენი პასუხისმგებლობაცაა.

თუმცა, დღეს ერთად დგომის დროა: ქვეყანა და თავები გვაქვს გადასარჩენი – ვნახოთ, ამას როგორ შევძლებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...