spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა! - პარტია "ქართული...

ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა! – პარტია “ქართული ოცნებისა” და ლიდერების მისალოცი წერილები

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს 67 წლის გახდა. დაბადების დღეს სოციალურ ქსელში პარტია “ქარული ოცნება” და მმართველი პარტიის ლიდერები ულოცავენ და მადლობას უხდიან საქართველოს წინაშე დამსახურებებისთვის:

18 თებერვალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი მეცენატის და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება.

ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!” – წერია პარტია “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტში.

,,დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება.

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმემილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!”, – წერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

,,დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით! 🇬🇪🇬🇪✊🏼✊🏼”, – წერს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

 

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...