spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მოსახლეობის პროდასავლურ უმრავლესობას და წინ...

“საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მოსახლეობის პროდასავლურ უმრავლესობას და წინ ეღობება ევროინტეგრაციის გზაზე” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი “ხალხის ძალის” მიერ  მომზადებულ კანონპროექტს დემოკრატიის დამაზიანებლად აფასებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის გზას საქართველოსთვის

“ქართული ოცნების” რადიკალურმა და ანტიდასავლურმა ფრთამ, რომელიც “ხალხის ძალად” პოზიციონირებს, მოამზადა კანონპროექტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად და თითქოს “უცხოეთის გავლენის აგენტების” გამოსავლენად. კანონპროექტი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის, არამედ პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ათწლეულების განმავლობაში მიღწეული რეზულტატის განულებას ნიშნავს.

მოვისმინეთ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები, სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონებთან ანალოგია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ინტერესებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაზე.

მმართველი პარტიისგან კანონპროექტის მხარდაჭერა და “დარბილებულ” ვერსიაზე მუშაობა ბოლომდე გააშიშვლებს “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ინტერესთა თანხვედრას და მეტიც, მათ მიერ რუსული გავლენების მსახურებას ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯებით ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მოსახლეობის პროდასავლურ უმრავლესობას და წინ ეღობება ევროინტეგრაციის გზაზე”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...