spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "ეს სახელმწიფო არც ბიძინაა, არც მიშაა!"

გიორგი გახარია: “ეს სახელმწიფო არც ბიძინაა, არც მიშაა!”

2021 წლის 18 თებერვალს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 2 წლისთავზე, უკვე პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის რანგში სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გადადგომის მიზეზებს განმარტავს:

,,18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ ,,ოცნება“ ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს. დღეს როგორც აღმოჩნდა – სწორედ ეს იყო მათი მიზანი.

ამ 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა, – სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე – სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო; ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი; სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის იბრძვის – აგენტის იარლიყს აკრავენ.

ამევე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა უკვე დღეს და არა ათწლეულების შემდგომ, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მარიონეტების მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა კი ევროპა?…

ფაქტობრივად, უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ასეთი ევროპა, რომელიც შეზღუდავს მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას. მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი.

ერთის მხრივ “ოცნება” ფაქტობრივად გვეუბნება, რომ სახელმწიფო, თურმე, ბიძინა ივანიშვილია და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” გვეუბნება, რომ სახელმწიფო მიშა სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობისა და კომფორტის გარდა სხვა არაფერია მნიშვნელოვანი.

ეს სახელმწიფო არც ბიძინაა, არც მიშაა! ეს სახელმწიფო ქართველი ხალხისაა, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება.

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. სინამდვილეში ,,ოცნების“ ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა, უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს. დაუცველად, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს, რუსეთის პირისპირ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...