spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და...

“დღეს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და გვერდში დგომაზე აღმატებულია!” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მორიგ მიმართვას ავრცელებს საპატიმროდან, რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და მწვავე პოზიციას აფიქსირებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით:

კოვიდი გადავიტანე, პირველად დამემართა. მარტივად ჩაიარა. მადლობა აცრას 🙂

გარესამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ დღეს შევძელი და რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო:

✔ ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ ადამიანს. ხელოვნება, თუ ჩარჩოდან არ გამოდის, მხოლოდ ხელოსნობაა. წარმატებები სანდრო სულაბერიძეს!

✔ გელათი ინგრევა. წერტილი. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს. ბოლო-ბოლო, მოხსნიან და “ხალხის ძალის” ლიდერად დანიშნავენ. გელათს რა მოუვა, ნამდვილად არ ადარდებს.

✔ სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, “ფორმულასაც” დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!

✔ და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის 🙂 მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში :)) მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს – კრიტიკულ მედიას! მინდა მივმართო ფორმულელებს: საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის ფორმულა!

✔მთავარარხელებო! ძალიან მომენატრეთ და ძალიან მეამაყებით! დიდი გაჭირვება გვიდგას და ასეთ დროს ჩვენი შიდა ერთიანობაც მნიშვნელოვანია და ჩვენი კოლეგების – ტვ პირველის, ფორმულას და კავკასიის გვერდში დგომაც! დღეს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და გვერდში დგომაზე აღმატებულია!

წარმატებები ყველას, თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“, – მიმართავს ნიკა გვარამია საზოგადოებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...