spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საკუთარი ტყავის გადასარჩენად ბიძინა პუტინის ხალოპიც კი გახდება"...

“საკუთარი ტყავის გადასარჩენად ბიძინა პუტინის ხალოპიც კი გახდება” – დავით ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში მომზადებულ და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი:

რუსულ ელექტორალურ მინდორზე საბალახოდ გაშვებული “ინტელექტუალები” არც ძალაა და არც ხალხს წარმოადგენენ. მე მყავს ყველაზე მაგარი რუსებიო, “ასუქებს” სოზარის კამპანიას საარჩევნოდ.

დასავლეთმა სახელმწიფოს (მათი აღქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას) ფული მოგვცესო, გრანტიც და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტიცო (2021 წ. ბიუჯეტში მეოთხედი უცხოური თანხები იყო, მაგალითად), მაგრამ არასამთავრობო სექტორს, მედიას და სხვა უკონტროლო მტრებს არაო, დაიხურონო.

თუ მაინცდამაინც უღირთ დაღდასმულებს, ნაცისტების დროს ებრაელებს რომ ვარსკვლავი უნდა ჰქონოდათ ტანსაცმელზე, დაკნინებული და დასარბევი რომ იყვნენ მუდმივად, ასე უნდა დავდაღოთ ესენი ამოშანთვამდე, მათი საკითხის “საბოლოო გადაწყვეტამდეო”.

მოსკოვმა ფრენებიც აღვადგინოთ საქართველოსთანო. თურქებმა უთხრეს რუსებს, აერობუსებით და ბოინგებით ნუ იფრენთ ჩვენთანო, აშშ-დან და ევროპიდან აგვიკრძალეს მომსახურებაო. ამის მერე საქართველოს აეროპორტები მიმზიდველი აღმოჩნდა დუმისთვის.

საკუთარი ტყავის გადასარჩენად ბიძინა ზომიერი პრორუსი და ანტიუკრაინელი, ანტიდასავლელი კი არა, პუტინის ხალოპიც კი გახდება. ოღონდ, ეგაა – ვაშინგტონ/ბრიუსელზე ისე დამო/ ჩამოკიდებული არ უნდა იყოს, როგორცაა. ჰოდა, თამაშობს ბიჭი, წვალობს კაცი, მოუხმო საკუთარ “ინტელექტს”.

მე მაინც მგონია, რომ არ ეყოფა რესურსი, აგენტებად გამოაცხადოს ქართული მედია/ენჯეო სივრცე.

ამასთანავე, მთელი ჩვენი ენერგია უნდა შეეწიროს ახლა ამ “აგენტების კანონის” არ/ვერმიღებას. განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციას მოუწევს დიდი ძალისხმევა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

სს “თელასი”: 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...