spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა მელია: "რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი,...

ნიკა მელია: “რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი, ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება!”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ქვეყანაში არსებულ რეალობას, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებას და ბათუმში, პარტიის რეგიონალურ ლიდერზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს:

ოლიგარქის ხელისუფლება ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, შუღლსა და მტრობას საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით, რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლებას, თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას.

რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები.

ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან:

აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ.

ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი კადრები – არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა.

ადამიანზე, რომელიც არის ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი კონკრეტული ხედვებით, როგორი უნდა იყოს ბათუმი, აჭარა და საქართველო.

ადამიანზე, რომლის მიმართაც ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი.

ადამიანზე, რომელმაც დაამარცხა “ოცნება” მერის არჩევნებში უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და გაყალბების პირობებში.

ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს, გარდა ასეთი აგრესიული ქცევისა.

ყველას უნდა ახსოვდეს – მსგავსი ქმედებები, ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის იმიტომ, რომ საუკუნეების სწრაფვა, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი არის ევროპული.

ასეთი ქმედებისთვის ყველა აგებს პასუხს.

ასეთი საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა საქართველო ვერც ისეთი გახდება, რასაც ოლიგარქი ცდილობს რომ შეგვაგუოს.

ქვეყანაში, სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი, ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება!” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...