spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მადლობა ვუთხრა ნინოს და წუხილიც გამოვთქვა, რომ...

“მინდა მადლობა ვუთხრა ნინოს და წუხილიც გამოვთქვა, რომ ჩემი დაცვის გამო, უმძიმესი დარტყმების და შეურაცხყოფების გადატანა მოუწია” – ნიკა გვარამია ნინო ლომჯარიაზე

დღეს, 8 დეკემბერს, ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას. აღნიშნულ ფაქტს, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავისი ემოციური შეფასებებით, ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია:

ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა.

დღეს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სახალხო დამცველის და, უტყუარად, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და კვალიფიციური სახელმწიფო მოხელის – ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ბოლო დღეა.

ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ამაყობს, რომ მის ქვეყანას, შინ და გარეთ, 6 წლის მანძილზე, გამორჩეულად გულისხმიერი და უმაღლესი მსოფლიო კლასის მოღვაწე წარმოადგენდა. მინდა მას მადლობა გადავუხადო, როგორც პოლიტპატიმარმა – ალბათ, სახალხო დამცველის ყველაზე კარგი შემფასებელი სწორედ ისაა, ვისი დაცვაც რთული და, საქართველოს კონტექსტში, საშიშიცაა. მინდა მადლობა ვუთხრა ნინოს და წუხილიც გამოვთქვა, რომ ჩემი დაცვის გამო, უმძიმესი დარტყმების და შეურაცხყოფების გადატანა მოუწია. თუმცა, რაც მეტი იყო წინააღმდეგობა, მით მეტი იყო ლომჯარიას შეუპოვრობა.

სამწუხაროა, რომ ქვეყანა ასეთ სახალხო დამცველს კარგავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ნინო ლომჯარიას არ დაკარგავს და მას აუცილებლად ვიხილავთ (უნდა ვიხილოთ!) სხვა, ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილსა თუ ვითარებებში.

ვულოცავ ნინოს სახალხო დამცველის უკიდურესად წარმატებულ კარიერას და ველოდები მისგან ახალ და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ჩვენი სამშობლოს სამსახურში! ამას ვუსურვებ მასაც და ჩემს სამშობლოსაც!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...