spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება...

“ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, თავის ემოციურ შეფასებებს ავრცელებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მწვავე პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლებასთან მიმართებაში და კონკრეტული მოწოდებებით მიმართავს საზოგადოებას:

მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბახმუტში დაღუპული ქართველი გმირების გამო. სამძიმარი გამოვთქვა არა მარტო მათი ოჯახების, მეგობრების და ჭირისუფლების მიმართ, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, ვისაც დაგვრჩა ღირსება და ზნეობა, ვიგლოვოთ საკუთარი გმირები.

ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არ მახსენდება სიკვდილის ირგვლივ არ გაერთიანებულიყოს ერი, არ მახსენდება, გლოვას არ გავეერთიანებინეთ. არც ის მახსენდება, ასე უმწეოდ ვხვდებოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აყრას. სამწუხაროა, რომ ჯერაც არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ ხელისუფლებისგან რაიმეს მოლოდინს არავითარი რაციონალური საფუძველი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ჯერაც ვერ მოვიშალეთ ამ ხელისუფლების დამუნათება და მოწოდებები, იმოქმედონ მორალური კანონის შესაბამისად და გულის პატრიოტული კარნახით. მგლის თავზე სახარების კითხვაა, მორალი მოსთხოვო არამორალურს, პატრიოტიზმი მოსთხოვო სამშობლოს განცდის არმქონეს, ჰუმანურობა მოსთხოვო სადისტს.

მოგიწოდებთ, შევწყვიტოთ ეს მოლოდინები და რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით. მოვრჩეთ უსაფუძვლო მოლოდინებს და ვიმოქმედოთ თავად! ამ ტრაგედიით დავიწყოთ! – არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ! რაში გვჭირდება მთავრობა და მის მიერ გამოცხადებული გლოვის დღე? გავმართოთ წუთიერი დუმილის აქციები, შენობებში თუ გარეთ, სამსახურში თუ სუპერმარკეტებში! 1 დღით მაინც გავაჩეროთ ცეკვა-თამაში და გართობა ტელევიზიებში (ყველა გემოვნების ტელევიზიებს ვგულისხმობ)! უარი ვთქვათ ცეკვა-თამაშში მონაწილეობაზე! ვატაროთ შავი სამკლაურები ან გლოვის სხვა სიმბოლიკები! ვისწავლოთ გადაწყვეტილებების თავად მიღება! ვისწავლოთ თვითორგანიზება! გავაცნობიეროთ, რომ მთავრობა არ გვყავს, და რაც გვყავს, ის მთავრობა არ არის, რამეთუ გამოხატავს არა ჩვენს აზრს და იცავს არა ჩვენს ინტერესებს!

ვისწავლოთ ცხოვრება ამ მთავრობის გარეშე და მათი დღის წესრიგის მიღმა! ვისწავლოთ ეს, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, თუ გვინდა რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...