spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი"...

“მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი” – მარიამ ჯიშკარიანი ექსპერტთა კომისიის დასკვნაზე

ცენტრი ,,ემპათია”, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. 16 ექსპერტისგან შემდგარმა კომისიამ 6-თვიანი კვლევის შედეგი, საბოლოო ანგარიში წარადგინა, სადაც საუბარია 20-ზე მეტ დადასტურებულ სამედიცინო დიაგნოზზე. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე, განცხადებას აკეთებს მარიამ ჯიშკარიანი:

,,დასკვნის მომზადებაში, ექსპერტიზაში მონაწილეობდა 16 ექსპერტი – 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი.

ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასევე უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ს ან ევროკავშირის მე-3 დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა, შემდგომში კი მკურნალობა და რეაბილიტაცია.

იგი პრაქტიკულად ჯანმრთელი შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  2021 წლის 17-19 ნოემბერს მე-18 დაწესებულებაში დიაგნოზის დადგენამდე მას არ გააჩნდა არანაირი ნევროლოგიური დიაგნოზი.

ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები – ნეიროფსიქიკური, გასტროენტეროლოგიური, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის მხრივ, აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში კლება, კუნთების განლევა, სახსრების კუნთების და ძვლების ტკივილი, ასევე ნაკაწრები მთელ სხეულზე, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და ინტოქსიკაციის კვალს.

თქვენ იცით, რომ თმაში აღმოჩენილი იქნა ლიმიტირებულ ზღვარზე მეტი ბისმუტი, ასევე მერკური ანუ ვერცხლისწყალი და ბარიუმი. ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ფსიქიკური დარღვევებიც და პატიმრის / გამოსაკვლევი პირის ინვალიდიზაცია, შემდგომში გარდაცვალებაც კი.

აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...