spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და...

“ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება” – ნიკა მელია ოპონენტებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, წინა ხელისუფლების დროინდელი სამართალდამცავი სისტემის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ თოფურიძის მიერ ნიკა მელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციას ეხმაურება და დეტალურ განმარტებებთან ერთად, მწვავე შეფასებებსაც აკეთებს:

კრიტიკის ნაცვლად “კრიტიკის”, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად “ნიჭიერი” გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.

ერთ-ერთი ასეთი “ნიჭიერის” წყალობით ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.

ეს “ნიჭიერი”კაცი კი იმდენად “ნიჭიერი” გახლავთ რომ საზოგადოებას თავისი ‘’საქმენი საგმირონით’’ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.

■ არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში!
■ არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.
■ ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!
■ ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.
■ და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ.

მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.

თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან, მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია.

განსაკუთრებით სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:

1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის;
2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...