spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თრიალეთი" სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და წარმოადგინოს სამართლებრივი შეფასება” – ტელეკომპანიის განცხადება

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს ელოდება და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

შპს „ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისთვის 2026 წლის 29 იანვარს წარდგენილი განცხადებიდან თითქმის ექვსი თვე გავიდა, თუმცა კომპანიას დღემდე არ მიუღია სამართლებრივი შეფასება ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხზე.

კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ გადაეგზავნა დამატებითი დოკუმენტები და ახალი გარემოებები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების ჩანაწერი, სადაც პრემიერი ადასტურებს სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ განსხვავებული საგადასახადო მიდგომების არსებობას.

„თრიალეთი“ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართავს კითხვებით: შეისწავლა თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადება, მიიჩნია თუ არა იგი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებად, რა მიზეზით არ დასრულდა საქმის განხილვა ექვსი თვის განმავლობაში და როდის უნდა ელოდოს „თრიალეთი“ სამართლებრივ შეფასებას.

კომპანია აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლებასთან, კანონის წინაშე თანასწორობასთან და შესაძლო შერჩევით მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეები დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. „თრიალეთი“ სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და წარმოადგინოს სამართლებრივი შეფასება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ წერილს საჯაროდ აქვეყნებენ, რადგან, მათი შეფასებით, საკითხი მხოლოდ ერთი რეგიონული მაუწყებლის ინტერესებს აღარ ეხება და მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადების ლინკი: https://trialeti.ge/akhali-ambebi/mimarthva-saqarthvelos-sakhalkho-damtsvels-levan-ioselians

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...