spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას...

“ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნასა და 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი გამოსავალი დღეს არის ის, რომ დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას და მთავრობა გადადგეს. ბრიუსელში მყოფი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაემორჩილება საზოგადოების მოთხოვნას მათი ყოველი დღე დამძიმდება:

„ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნასა და 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით.

მთავრობა უნდა გადადგეს!

ჩვენ, ოპოზიცია ამას დავთანხმდით, ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. თუ ჩვენ ვამბობთ, რა გამოსავალი აქვს „ქართულ ოცნებას“ – მხოლოდ ეს, რადგან ყოველი შემდგომი დღე მათ დაუმძიმდებათ. მე როდესაც 2-3 თვის წინ ვამბობდი, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ვითარება „ქართულმა ოცნებამ“ ყურად არ იღო, თქვეს, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ვაკეთებდით ზედაპირულ განცხადებებს. სამწუხაროდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ ვთქვით მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ აქვს დახურული.

არცერთ შემთხვევაში არ ჩავაბარებთ საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ვამბობ, პირველი – ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა, სამოქალაქო სექტორმა დააყენა, სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და შემიძლია პირდაპირ ბრიუსელიდან დაგიდასტუროთ ეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ“? – ყველას ესმის რომ 3 ივლისამდე, არის ვადა „ქართული ოცნებისთვის“, რომ ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზებისთვის.

დღეს საქართველოს საელჩოშიც მქონდა შეხვედრა და ღიად ვთქვი, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ღიად უნდა ისაუბროს ამ პრობლემებზე, რის წინაშედაც „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...